11.2.10

ყოფა თუ ყოფნა?

ყოფა – ქონაა მრავალი რამის...
ფლობაა წამის, დღისა თუ ღამის,
სახელის, სახლის, იმის და ამის...
და დაუფლების ჟინი არამი.

ყოფნა – მიღმაა სწრაფმავალ ჟამის,
იგივ არქონა, არა ვარამი,
არა მოხვეჭა, არზმა... და ლამის –
არყოფნა... ზღვარი, ნეტა, სად არის?

ეს ლექსი დაიწერა ცირა ბარბაქაძის ლექსის ასოციაციით:

* * *

სიყვარული –
მაშველი რგოლი...
ხელი ჩასჭიდე,
ყოფაში ჩაძირულო ადამიანო,
იქნებ როგორმე ამოგიყვანოს ყოფნაში...
Related Posts with Thumbnails