(ერთი იაპონური ლეგენდის მოტივებზე)
ჩემი გული გრძობით სავსეა.
ისინი – ოცნებები, ზმანებები,
ფიქრთა მძივებად ასხმული მარგალიტები –
არსად გამქრალან.
უკვე მერამდენედ გადავუჭირე
გონივრულობის მათრახი,
წესრიგის გულგრილ მოყვარულთა მიერ
შვების წამლად გამოწერილი, –
და გვერდებამწვარნი კუთხე-კუნჭულებში მიიმალნენ.
თრთიან რაღაც ხანს, მაგრამ როგორც კი
მკაცრ ხელსა და მზერას მოვაკლებ,
თავს წამოყოფენ.
მაშინ კი ისევ ამეშლება შენზე ფიქრები...
მაპატიე, რომ ვერ გივიწყებ –
საპყრობილეში ჩაგდებულ სასოწარკვეთილ სამურაის
არც თავისუფლებას მიქადის ვინმე
და არც რამ იარაღი დამიტოვეს,
ხარაკირი რომ გავიკეთო.
10 000 ლარის მოლოდინში - რატომ აკითხავენ დევნილებს სახლებში და რას პასუხობს
მათ სააგენტო
-
დევნილებისთვის ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად
განაცხადების მიღება 2 ნოემბერს დასრულდა. ახლა დევნილები მონიტორინგის
ჯგუფების ვი...
1 day ago
.jpg)
No comments:
Post a Comment