11.2.10

ყოფა თუ ყოფნა?

ყოფაქონაა მრავალი რამის...
ფლობაა წამის, დღისა თუ ღამის,
სახელის, სახლის, იმის და ამის...
და დაუფლების ჟინი არამი.

ყოფნამიღმაა სწრაფმავალ ჟამის,
იგივ არქონა, არა ვარამი,
არა მოხვეჭა, არზმა... და ლამის –
არყოფნა... ზღვარი, ნეტა, სად არის?

ეს ლექსი დაიწერა ცირა ბარბაქაძის ლექსის ასოციაციით:

* * *

სიყვარული –
მაშველი რგოლი...
ხელი ჩასჭიდე,
ყოფაში ჩაძირულო ადამიანო,
იქნებ როგორმე ამოგიყვანოს ყოფნაში...
Related Posts with Thumbnails