9.6.10

* * *

– და რაო, საკურამ, არ იტყვი, რა გითხრა?
– მე ჩემთვის ვყვავილობ. – ასე თქვა. გამრიყა.
მშვილდებად აზიდა ამაყი ტოტები,
ფურცლების ნამქერით მანიშნა ოტება.
რას ვკარგავ... ვარდისფერ თოვლში მაქვს მუხლები...
ეს მაინც შემრჩება დროისგან უხლები.

* * *

შთაგონება ისევ ჩემშია.
მან დრო არ იცის, როგორც საკურამ.
ვერ გააუქმებს მის ყვავილობას
თეთრი ზამთარიც...
Related Posts with Thumbnails